დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, დისტანციურად, უფასოდ მოემსახურება.
როგორც დიაგნოატიკური ცენტრის საზოგადიოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჭითანავამ "მშობელს" განუცხადა, პირველი კონსულტაციები უკვე შედგა.
"ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებაა. ამ იდეის ინსპირაცია გახდა ის, რომ გალიდან ჩაწერილი პაციენტი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ვერ ჩამოვიდა ჩაინშნულ ვიზიტზე. შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პაციენტს ონლაინ მიეღო მომსახურება. ვფიქრობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ჩვენი შესაძლებლიბიდან გამიმდინარე, ყველაფერ გავაკეთებთ მათთვის", - განაცხადა ლევან ჭითანავამ.
ონლაინ კონსულტაციის მიღების მსურველებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 𝟓𝟓𝟏 𝟗𝟎𝟏 𝟒𝟕𝟒.