2023-09-11

150 ლარიანი სტიპენდია ორმაგდება და 300 ლარი ხდება, მას 2500-ის ნაცვლად 5000 სტუდენტი მიიღებს. 

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500-ს სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განათლება