2021-02-16

„ისევ განცდათა მორევიდან“ – „საარის“ გამომცემლობით, ზაურ კოდუას ახალი წიგნი გამოვიდა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიებში და მისი რედაქტორი, ზაურ კალანდიაა, მხატვარი - აბაზაძე.

„ამ წიგნში შემაქვს ის მოთხრობები და ლექსები, რომელთა ერთი ნაწილი უკვე გამოცემულ წიგნებში, მათი მცირე მოსულობის გამო ვერ მოხვდა, ხოლო მეორე ნაწილი 1996-2000 წლების შუალედში და შემდეგ დაიწერა. წიგნში შესული მოთხრობები და ლექსები გამოქვეყნდა გაზეთებსა და ჟურნალებში: „ლიტერატურული საქართველო“, „კრიმინალური ქრონიკა“, „მეოთხე“, „გაუხმაურებელი ფაქტები“, „ცისკარი“, „რიწა“ და სხვა. მოთხრობებსა და ლექსებში, შეძლებისდაგვარად გამოვხატე წუხილი და პროტესტი ჩვენს უვარგის დროებაზე, რამაც წარსულისადმი ნოსტალგია გამიძლიერა“, - წერს ავტორი წინასიტყვაობაში.

წიგნში შესულია მოთხრობები და ლექსები დედაზე, რომელიც ავტორის განცდილ ისტორიებს გაუცოცხლებს მკითხველს და მასთან ერთად, თავიდან განცდევინებს.

ლიტერატურა