2025-12-19

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa ვაზისუბნის მამულში გამართული ახალი წლის ღონისძიების წარმდგენია. ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით დაჯავშნილ ოთახებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

31 დეკემბრის საახალწლო შეთავაზება მოიცავს:

• ბუტიკ-სასტუმროში განთავსებას

• სპეციალურ საახალწლო მენიუს

• ცოცხალ მუსიკას - საქსოფონი, კლავიში, ვოკალი

• შუაღამის ფეიერვერკების შოუს

• დამატებით 1 იანვრის ღამეს საჩუქრად ამასთან, იმოქმედებს 2 იანვრის შეთავაზებაც, რომლის ფარგლებშიც, 2 იანვარს ოთახის SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, SOLO მომხმარებლები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას.

2 იანვრის შეთავაზება მოიცავს:

• ვაზისუბნის მამულში განთავსებას

• პერსონალურ საჩუქარს − Estate Collection-ის ცქრიალა ღვინოს

• ნოდარიკო ხუციშვილის და ჯგუფის ცოცხალ კონცერტს და DJ სეტს

• დამატებით 3 იანვრის ღამეს საჩუქრად

საახალწლო შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ბიზნესი