
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს.
ამჯერად, ბანკმა და პლატფორმა QuickShipper-მა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს.
შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება. პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი.
ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ:
• ბიზნესს პლატფორმაზე შეჰყავს ერთი, ან რამდენიმე ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და უგზავნის მას პერსონალიზირებულ შეტყობინებას მისამართის დაზუსტების მოთხოვნით;
• ადრესატი იღებს ბმულს, რომელზეც ის თავად შეძლებს ზუსტი მისამართის მონიშნვას;
• მისამართის დადგენის შემდეგ, კი ბიზნესი ირჩევს, თუ რომელი კურიერი წაიღებს ამანათს - საკუთარი თუ ქვიქშიფერის პარტნიორი კომპანიის კურიერი.
QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:
• ახალი მომხმარებლები განახორციელებენ პირველ მიტანას საკომისიოს გარეშე და ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ექნებათ წვდომა QuickShipper-ის პლატფორმაზე;
• არსებული მომხმარებლები კი ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, რომ ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.