2024-12-09

თიბისი ბანკი, აქციაზე დაკავებული თანამშრომლების მხარდასაჭერად, განცხადებას ავრცელებს. 

"8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საპროტესტო აქციები, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 2028 წლამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა. 

ბიზნესი