2024-11-27

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის  მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა DHR - თან. შედეგად, სელფის კორპორაციული კლიენტები DHR მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებით  ისარგებლებენ.

DHR ადამიანური რესურსების მართვის ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს მართვის სრულიად გაციფრულებულ სერვისს. მრავალფეროვან მომსახურებასთან ერთად, პლატფორმის HR & Payroll სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ HR პროცესების გამარტივებული მომსახურებით, დაზოგონ დრო და მიიღონ მაღალკვალიფიციური ციფრული მომსახურება. DHR საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის საკომუნიკაციო კომფორტსა და პროცესების ეფექტურ მართვაზე.

“სელფი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში მდგომი კომპანია, მხარს უჭერს ქვეყანაში ციფრული ინდუსტრიის განვითარებას სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის გზით. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთა სიას შემოუერთდა DHR - პლატფორმა, რომლის დახმარებითაც  მცირე და საშუალო ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას,  მოქნილი სერვისით, მარტივად და ეფექტურად მართონ კომპანიის თანამშრომლების შრომით სამართლებრივი და ადმინისტრირების პროცესები საქართველოს კანონმდებლობის და რეგულაციების დაცვით” - აცხადებენ სელფი მობაილში.

დეტალური ინფორმაციისთვის DHR -ის შესახებ, ეწვიეთ: https://digitalhr.ge/

ბიზნესი