ლიბერთიმ, წინასაახალწლოდ, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი, კამპანია
"რას ფიქრობ?” დაიწყო და თავის მომხმარებლებს კონკურენტული პირობები შესთავაზა.
კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ლიბერთის მომხმარებელს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია მარტივად და სწრაფად მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან.
მათ, ვინც არ არიან ლიბერთის მომხმარებლები, ასევე მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გახდნენ ლიბერთის მომხმარებელი, გახსნან ანგარიში, ჩამოტვირთონ ლიბერთის მობაილ ბანკი და დაიმტკიცონ სესხი.
გახდი ლიბერთის მომხმარებელი ბანკში ვიზიტის გარეშე: https://onboarding.lb.ge/
ჩამოტვირთე ლიბერთის მობაილ ბანკი:
iOS - https://apple.co/39VbnXu
Android -https://bit.ly/3GhDxIs
ამას გარდა, მომხმარებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.
"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. ახალი კამპანიის მიზანია, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა სამომხმარებლო სესხის მიღება, შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცედურით შეძლონ და ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის.
"რას ფიქრობ?” კამპანიის ფარგლებში, ჩვენი მომხმარებლები, ინტერნეტ და მობაილ ბანკის მეშვეობით, ბანკში ვიზიტის გარეშე შეძლებენ სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას. ვიმედოვნებთ, ამ კამპანიის ფარგლებში, ბევრ ადამიანს შევუწყობთ ხელს სურვილების განხორციელებაში, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში. ” - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ახალ სესხს ან გადმოიტანს სხვა ბანკიდან, ისარგებლებს შემდეგი პირობებით: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 9,9%-დან, ეფექტური 15,8%-დან, თანხა გაიცემა 4 წლამდე ვადით, მაქსიმალური 80 000 ლარიანი ლიმიტით უზრუნველყოფის გარეშე.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.