
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - „თანამშრომლების კეთილდღეობა“ - დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიგონ:
• რატომ არის თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელი და არა მხოლოდ სასურველი;
• როგორ მოქმედებს თანამშრომელთა მოტივაცია, ჩართულობა და კმაყოფილება ბიზნესის შედეგებზე;
• რა პრაქტიკული მიდგომები და ინსტრუმენტები ეხმარება ორგანიზაციებს თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში;
• როგორ ჩამოყალიბდეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, რომელიც პროდუქტიულობას ზრდის.
ბიზნესკურსს უძღვება მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა საკითხზე - მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა თუ ადამიანური რესურსების სფეროებში ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ.
კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, პლატფორმა მუდმივად ახლდება და დღეს უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360˚-ის ნაწილია. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს საჭირო რესურსებს განვითარებისთვის: საგანმანათლებლო პროექტებს, კონსულტაციებს, კვლევებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ ინიციატივას.