#გმირებისსამჭედლო!
გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლა - გმირების სამჭედლო! - უპირობოდ შეიძლება ამ ადგილს ასე ეწოდოს ❤
1993 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, სახლებში დაბრუნებულ თაგილონის მოსახლეობას, ამ სკოლაში რუსული სამხედრო ბაზა დახვდა.
განათლების აუცილებლობა, ამ სოფელს და ამ სკოლის მასწავლებელთან გუნდს, ყოველთვის განსაკუთრებულად ესმოდა, ალბათ სწორედ ამიტომ შეძლებს ის, რაც შეძლეს...
პირველ რიგში, სოფლის მოსახლეობამ, ვისი სახლიც საომარი მოქმედებების დროს დაწვას გადაურჩა, საკუთარი ოთახები გამოყო საკლასო ოთახებად...
მეც ერთ-ერთ ოთახში ვსწავლობდი... ❤
სახლებში ვისწავლეთ ორი წელი, დაფებად კი კედლებს ვიყენებდით...
დაუფასებელია იმ ოჯახების მადლი და მასწავლებელთა თავდადება, ვინც ორი წელი, ანაზღაურების გარეშე, სკოლის გარეშე არ დატოვა ადგილობრივი ბავშვები...
"იმ ოჯახებში, ის ორი წელი, ხილი არ უჭამიათ, ამდენ ბავშვს რა მორჩებოდა" - იუმორით იხსენებს მამა ?
თუმცა, ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული და მოსწავლეთა ზრთასთან ერთად, აუცილებელი იყო სკოლის დაბრუნება...
ალბათ ცოტა წარმოუდგენელია დღევანდელ რეალობაში, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო: ადგილობრივმა მოსახლეობამ და მასწავლებლებმა, რუს სამხედროებს მშვიდობიანი აქცია გაუმართეს და სკოლის შენობის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსულ სამხედრო ტექნიკას გზა გადაუკეტეს...
"ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ უკან გაბრუნდნენ" - მიყვება მამა, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო ❤
მცდელობამ გაამართლა, იმ პირობით, რომ ბაზა, იქვე სკოლის გვერდით, ბაღის შენობაში გადაინაცვლებდა.
მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი, ბაღის შენობის დასუფთავებაში, ჩემი წვლილი მეც შევიტანე ❤
ძალიან ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, ისევ მოსახლეობის ერთიანობით, სკოლა მალევე დაემსგავსა სასწავლო დაწესებულებას...
დღეს აქ საკუთარ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული თაობა იზრდება და მე ამაყი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ ❤
მადლობა ჩემს მასწავლებლებს, დაუღალავი და შეუფასებელი შრომისთვის ❤
#გოგონააფხაზეთიდან
#ჩვენვარსებობთ
მასალა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის "ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან" მიერ