2020-02-24

კავეას კინოთეტრების ქსელის პიარი მაიკო სიხარულიძე, ქალთა მკვლელობის თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცერ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელსაც "მშობელი" უცვლელად გთავაზობთ.

"ეს ქვეყანა დალუქული ჭაობია, რომელსაც ჩვენ ვქმნით - დედები!!!

“ოჯახს ხომ არ დავანგრევ”... ქმარი რომ გიღალატებს, სხვასთან იცხოვრებს დღეები, თვეები, ხან წლებიც, შვილებს სხვებთანაც გააჩენს და შემდეგ სახლში მობუნძულდება,”ხალხი რას იტყვის” და ეს მოღალატე, მარა მაინც “ქმარი სხვას როგორ დავუთმო”-ს გამო, ჩუმდებით, აგრძელებთ და ამით იწყება ყველაფერი... თქვენი გოგონები უყურებენ მამებს, რომლებიც სახლში არასოდეს არიან და როცა არიან, დაუსრულებელი კონფლიქტები, ყოველდღიურ ორგანულობად იქცა თქვენს გამო მათთვის... შემდეგ... შემდეგ ქალიშვლები, რომელთა ასფალტზე გადატყაული მუხლის გამო შეგეძლოთ მთელი ღამე გაგეთიათ მისი სუნთვის სმენაში, იზრდებიან, იზრდებიან და ადრეულ ან არაადრეულ, მაგრამ რაღაც ასაკში თხოვდებიან... შემდეგ იწყება მათ თავს ის, რაც შენ უკვე გაიარე ბევრჯერ... რამაც შენ საკუთარი ცხოვრება დაგაკარგინა და ახლა იმის გამო, ”რას იტყვის ხალხი”, მზად ხარ გარისკო იმ ქალიშვილის სიცოცხლით, რომელსაც გადატყაული მუხლებისთვის ღამეებს უთევდი და მისი მამისგან შეურაცხყოფილი, მისი გულში ჩაკვრით ინუგეშებდი განადგურებულ საკუთარ ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში საცირკო სანახაობის შენეული ვერსია იყო...

ახლა, შენი ქალიშვილის დროა... მან უნდა აიტანოს, განა მარტო ღალატი, თამაში, სასმელი ან წამალდმოკიდებული ქმრის ყველა სახის ძალადობა და რატომ? იმიტომ რომ გათხოვდა და ოჯახს ვერ დაანგრევს... ოჯახი რომ დაანგრიოს და შენთან დაბრუნდეს, სახლში შენი მოძალადე ქმარი და თქვენი გაზრდილი მოძალადე ძმა დახვდება, რომელიც დის უკვე დაკარგულ ქალიშვილობაზე სანათესაოს არ აღლიცინებს, სახეში ერთი ორს შემოულაწუნებს შენს გოგოს აზრზე მოსაყვანად, თუ გაყევი, იტანე სიკვდილამდეო და სახლიდან აგდებს, ნაძირალა ქმართან... დედა ხარ, გული გეწვის, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებ გოგოს დასაცავად, ბიჭი ტყუილა ხომ არ გაზარდე, გოგო თავზე რომ გადაახტეს?! ან კიდევ, ამ ხნის ნალოლიავებ ოჯახს ახლა შენი შვილის გამო, რომელიც ქმარმა ერთი ორჯერ სცემა, ხალხის სალაპარაკოდ ხომ არ გახდი და ამ სიბერეში ხომ არ დაანგრევ... ცრემლს გააყოლებ ქალიშვილს და დაარიგებ, ისე ქენი მამაშენი და შენი ძმა არ გადარიო, თორე ქმარზე უარეს დღეში ჩაგაგდებენ, ამიტომ იყავი თვინიერი ძაღლივით და რასაც გეტყვის ქმარი უსიტყვოდ შეასრულეო.

მაგალითად სექსი თუ არ გინდა იმიტომ რომ მთელი დღე მისი ჩავარდნილი დედის საცვლებს რეცხავდი, მის მოჯუჯღუნე მამას დიაბეტურ სადილს უმზადებდი, მისთვის ზუსტად იმ ტემპერატურაზე ინარჩუნებდი მთელი დღე კერძს, როგორც მოსწონს რომ ოდნავ გრილი ან ცხელი არ ყოფილიყო (რომ იმ კერძში არ გებანავა), მთელი დღის მანძილზე სახლი 20-ჯერ რომ დაალაგე, ბავშვებს აჭამე, დაბანე, ამეცადინე, დააძინე და მეორე დღის ტანსაცმელი მოამზადე, სკამზე ჩამოჯექი და თან ქმრის კერძს უყურებდი არ შეგრილდესო, ქმარი ნაქეიფარი, სასმლის ოხშივარით შუაღამის 3 საათზე რომ მოვიდა და გადაწყვიტა რომ უნდა გაგ...ოს, თუ საწოლში იმ პოზაში დროულად არ აღმოჩნდი მარტივად და სწრაფად რომ ისიამოვნოს მან და შემდეგ მთელი ღამე მისი ნაქეიფარის ნარჩენები ტაშტებით საპირფარეშოში არ ეზიდე, რაა მამული? ამ შეგნებით და შეგონებით, ემშვიდობები დედას უიმედოდ და ბრუნდები ცხოველთან, რომელიც უფრო გათავხედებულია იმით, რომ დარწმუნდა, მხოლოდ მისი ნივთი ხარ და ისე უნდა მოგიხმაროს და გიხმაროს, როგორც მას უნდა... ასე გადის წლები და ერთ საღამოს უბრალოდ ცოტა ხმამაღლა ამბობ “გეყოფა, დავიღალე” და ისვენებ სამუდამოდ... შუბლში ტყვიით, დანით, ნაჯახით ან იმ ჩანგლით აკუწული შენი არასწულწლოვანი შვილების წინვე, რომელი ჩანგალითაც რამდენიმე წუთის წინ შენს მფლობელს კარადიდან მისთვის სასურველ ტემპერატურაზე მყოფი შემწვარი კარტოფილის საჭმელად გამოუღე...

დედა იცვამს ძაძებს და იწყებს მოთქმას იმ არაკაცმა როგორ მოუკლა სიმწრით გაზრდილი, უპატიოსნესი გოგო, რომელსაც ღობის იქით მართლა არ გაუხედავს, რადგან ღობის იქით შენი იმედი არ ჰქონდა შაოსანო, შვილმოკლულო და მეტიც, საკუთარი ქალიშვილის მკვლელობის მონაწილე დედა!
იკითხე აბა, ახლა რას ამბობს ხალხი შენზე...

ბუნდოვნად გახსოვს მუხლიდან სისხლი როგორ სდიოდა შენს უკვე ანგელოზად ქცეულ გოგოს, როცა გულში იკრავდი, საკუთარი თავის გასამხნევებლად, მისი მოძალადე მამა რომ გჩაგრავდა და გღალატობდა... ახლა რას ამბობს ხალხი? რატომ არ დაიცავი შენი აკუწული და სისხლისგან დაცლილი, გულგაჩერებული სიფრიფანა გოგო, რომელიც შენივე შვილის შვილების წინ ამოაკვნესა იმ მოძალადე ქმარმა უკანასკვნელად, რომელთანაც შენ გააგდე დარიგებით, თვინიერად ითმინეო, როცა კარზე შვილი პირველად და ბოლოჯერ მოგადგა და გთხოვა, ”დედა მიშველე მკლავენო”... დედამისო, რას იძახის ახლა ხალხი? ხალხი ყოველთვის იმას იტყვის, რისი თქმაც უნდა, ამიტომ დედებო, დაიცავით თქვენი სიფრიფანა ქალიშვილები, ჯერ თქვენი მოღალატე და მოძალადე ქმრისგან... შემდეგ, მისი მოღალატე და მოძალადე ქმრისგან! არაფერი არ ღირს მის უსიცოცხლო, გაყინულ სხეულად, შენი სიცოცხლეც კი!!!

#არაქალკლა!!!"

 

მაიკო სიხარულიძე

ძალადობა