2024-02-07

თამუნა მუსერიძე ძალადობის მსხვერპლი გოგოს წერილს აქვეყნებს, რომლის გავრცელებაც, თავად დაზარალებულმა სთხოვა.

"მშობელი" წერილს უცვლელად გთავაობთ.

"გამარჯობა თამუნაა.. შენი პოსტი ვნახე გოგოზე, რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა...❗️ კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედეე... არ ვიცი ამ ესემესს თუ ნახავ, მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა და რახან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია. ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ... რაც თავი მახსოვსს, მამაჩემი ძალადობდა სიატემატიურად ჩემზე, დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია... ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა, რადგან "ხალხი რას იტყვის"- ის თაობა იყო... ალბათ 6-5 წლის ვიყავი პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე, რადგან მეშინოდა, მაგრამ ვერ ვამბდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა რომ მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფთა. ერთ დღეს მთვრალი მოვიდა. დედაჩემი ცემა, გაგდო სახლიდან შუა ღამეს. ალბათ 7 წლის ვიყავი. მაიძულა მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი რომ არ მინდოდა ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ არ ჩერდებოდააა... მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა თავი 7-8 წლის ბავშვს, მაგრამ მეშინოდაა. დავისტრესე, ჩავიკეტე, დავკომპლექსი. დღეში ასჯერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი, ვინც გამიგებდა. ვიცოდი ყველა მე დამადანაააულებდააა. 13 წლის ვიყავი რომ ჩაძაღლდა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას. ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამინი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმაა, ზუსტად ისეთმა ხალხმა, ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ. უსუსურს, რომელოც ვერც კი იაზრებდაა ალბათ როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა რო ეხებოდა", - ნათქვამია წერილში.

ძალადობა