2020-11-30

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც თავის 12 და 9 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მამამ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის გეგმა და მათ შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, 2019 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე იგი აიძულებდა მოზარდებს მოეთხოვათ მოწყალება და გაეყიდათ წვრილმანი ნივთები თბილისის სხვადასხვა უბანში.

გამოძიების თანახმად, მამამ შვილებს სავალდებულოდ დაუწესა ყოველდღე, მისთვის 20 ლარის მიტანა, რასაც თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. თუ ბავშვები თანხას არ მიუტანდნენ, კაცი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულ კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ძალადობა