2019-01-31

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ენერგოსექტორის, ეკონომიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ბუნებრივი აირის მიმართულებით გასამკაცრებელ რეგულაციებზე ისაუბრეს.

„რაც შეეხება გამკაცრებას, აპირებენ შემოიღონ დეტექტორები, რაც აუციელებელია. მერიამაც შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ გადასახადი.

ამასთან, წითელი ხაზების შიგნით უნდა იყოს სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც აბონენტი შეიძენს“, - განაცხადა კახა კალაძემ ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მდგომარეობის გაცნობის შემდეგ.

თბილისის მერმა, მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსნებთ, რომ ისნის რაიონში, ქეთევან წამებული გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში დრეს 7 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელიდან გამოჟონილი და დაგროვილი მხუთავი გაზი სახელდება. გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საზოგადოება