2024-03-07

ბოლო პერიოდში გახშირებული ინფექციური დაავადებების გამო, სკოლების ნაწილმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, ან აუცრელობის მიზეზის ოფიციალური საბუთი მოითხოვა, რასაც მშობლებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 

"მშობელი" განათების სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, ითვალისწინებს თუ არა კანონი ვაქცინაციის სავალდებულოობას და რა უფლებები აქვს სკოლას, მშობელს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სამინისტრო სავალდებულო მოთხოვნას არ აყენებს.

"ამ სავალდებულო მოთხოვნას სამინისტრო არ აყენებს. სკოლებს რაც შეეხება, შინაგანაწესი აქვთ, რითაც არეგულირებენ მსგავს საკითხებს. აქვე გეტყვი, რომ სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება არ აქვს", - განუცხადეს "მშობელს" განათლების სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ სკოლების ნაწილი, მოსწავლის ჩარიცხვის დროს, საბუთებს, ვაქცინაციის დოკუმენტის გარეშე არ იბარებს. 

საზოგადოება