2024-04-01

"მშობლები მომავალი თაობისთვის" ცურვის სპორტის სახეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"მშობელი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"Საქართველოს საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის" პრეზიდენტმა, ინტერესთა კონფლიქტის აშკარა ფაქტის მიუხედავად, მისივე საკუთრებაში არსებული აუზი (უკვე არაერთხელ) მიაქირავა მის ფედერაციაშივე შემავალ ცურვის სახეობას მორიგი ჩემპიონატის იმიტაციის ჩასატარებლად! "იმიტაციის" იმიტომ, რომ ამ აუზზე, ისევე როგორც მოცურავეების ვარჯიშისთვის და შეჯიბრებისთვის ხელმისაწვდომ სხვა აუზებზე საქართველოში, დარღვეულია ამ სპორტისთვის საერთაშორისო ნორმებით დადგენილი ყველა უფლება! ბოლო წლებში გამოვლინდა ამ გადაცდომების გამო მოცურავე სპორტსმენების მძიმედ დაავადების არა ერთი ფაქტი! (სულ მალე ამ ფაქტებს აუცილებლად მიეცემა კანონით გათვალისწინებული მსვლელობა).

ფედერაციამ არ მისცა ამ სპორტის მიმდევარ უნიჭიერეს მოცურავეებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ნორმებით განვითარების საშუალება, არ აღირსა საკუთარი საწვრთნელი ბაზა.

სამწუხაროდ, დღეს ზემოხსენებულ აუზზე (ოლიმპიკი) ტარდება მორიგი ჩემპიონატის იმიტაცია ცურვაში და აქ კვლავ არ არსებობს ამ სპორტისთვის აუცილებელი დროის აღმრიცხველი ელექტრონული სისტემა, აუზზე შეჯიბრის დროს არ მუშაობს გამწოვები, რის გამოც არ გაიწოვება მავნე ნივთიერებები (ციანი და სხვა…) და სპორტსმენებს უწევთ ამ დაბინძურებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერის სუნთქვა. მათ არ უტარდებათ დოპინგ და სხვა სახის ტესტები და ა.შ.

უიმედოდ მაგრამ მაინც შეუპოვრად ველით სასიკეთო ცვლილებებს! ვიმედოვნებთ ამ უსამართლობის, ნეპოტიზმის, უმოქმედობის, კანონდარღვევების წინააღმდეგ დაწყებული ურთულესი ბრძოლის გამარჯვებით დასრულებას სპორტსმენებისათვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად!

P.S. და ბოლოს საინტერესო მაგალითის შესახებ: ქუთაისის ოლიმპიური აუზის დროის აღმრიცხველი ელექტრონული სისტემის დაზიანების ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაახლოებით ერთი წელი არც ფედერაცია, არც მწვრთნელთა საბჭოს არცერთი წევრი, არც ცურვის განვითარების მენეჯერი, არც დანარჩენი პასუხისმგებელი პირები ერთხელაც კი არ შეეცადნენ ამ უმძიმესი ცურვის სპორტის სახეობაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა!", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საზოგადოება