2022-11-28

ფარმაცევტული კომპანია "პეესპე", საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას უარყოფს და იმედს იტოვებს, რომ პრემიერის მიერ გაჟღერებული ბრალდება, გადამოწმდება. 

პრემიერის თქმით, PSP-ში ფარმაცევტები მომხმარებელს მიზანმიმართულად ატყუებენ, თითქოს თურქული იაფი წამლები, უხარისხოა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრომაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოება