2022-11-25

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია.

რაც შეეხება 6 მსჯავრდებულს, მათ მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდათ. 

საზოგადოება