2022-11-15

ქართველი მოჭადრაკე გაბრიელ გაბადაძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული 10 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაბრიელმა 9 შესაძლებლიდან 7 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა.

საზოგადოება