2022-07-13

"ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი უკან ფონს რომ მილამაზებს, 120 მილიონიანი შუშის ხიდია, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა-თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს", - ამის შესახებ მოქალაქე ოთო დარბასელი სოციალურ ქსელში წერს.

"კი მოვიმატე წონაში მაგრამ ასე ძანაც არა მგონი რო ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის  ბორბლები აზიანებს მინას და არ შემიშვეს. წესით როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი. ეს ფოტო არის გადაღებულიხ #KassLand ის ბარიდან, სადაც რომ შევედი გამიხარდა, ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები, არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე რატომ არ მუშაობს-თქო, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო, მერე მენეჯერმა იმით მომიმადლიერა რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ვერ მივხდი ყველა ესე ხელში აყვანილი დაყვდათ თუ რას ნიშნავდა. შშმ პირების საჭიროებები გათვალისწინებულია, მაგრამ სამწუხაროდ, გამოსადეგი არა. შშმ პირის საჭიროებისთვის განკუთვნილი ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება", - წერს დარბასელი.

საზოგადოება