2020-04-22

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.

დევნილთა საცხოვრებელ შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID19 ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, კორპუსის მაცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები თვითიზოლაციიდან უკვე მოიხსნენ.

 

საზოგადოება