2020-04-09

მონიკა მაფეი 27 წლის იტალიელი ანესთეზიოლოგია, ის მე-4 კურსის სტუდენტია და კორონავირუსთან საბრძოლის წინა ხაზზე გასასვლელად ემზადება.

“მთავარმა ექიმმა შექმნა კოვიდ პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, მეოთხე და მეხუთე კურისის ექიმები ფრონტის წინა ზოლში და სპეციალურ განყოფილებაში უნდა გადასულიყვნენ, სადაც უკვე დაინფიცირებული პაციენტები იმყოფებოდნენ. მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ, ყოველ დღე ველოდები გამოძახებას, როგორც კი ჩვენი დახმარება გახდება საჭირო“.

ექთამს უკვე თვეა მშობლები არ უნახავს და მათთან კონტაქტი მხოლოდ ვიდეოზარით შემოიფარგლება. მაფეი "მშობელთან" საუბარში ამბობს, რომ ასაკიანი მშობლები ჰყავს და მათთან კონტაქტი, რისკის შემცველია.

“სავარაუდოდ თითოეული ჩვენგანი გადაიტანს ვირუსს, ზოგი სიმპტომებით, ზოგიც უსიმპტომოდ. მშობლებთან კონტაქტი არ მაქვს, რადგან ასაკში არიან და ვიცი, რომ რისკის შემცველია. წინ საკმაოდ გრძელი პერიოდი გველოდება, ეს ყველაფერი არ გადაივლის.  სარდენიაში ჯერ პიკი არ დაწყებულა, იქნებ ზაფხულის სიცხე დაგვეხმაროს დამარცხებაში. ცოტა ხნის წინ გავიკეთე ტესტი-ტამპონი, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იყო. ცხვირის ნესტოში შეჰყავთ ტამპონი, საკმაოდ ღრმად, რამდენიმე წუთი ტოვებენ, ცოტა სისხლიანიც იყო ეს პროცედურა, მითხრეს რომ 3 დღე სჭირდებოდა პასუხს, თუმცა შედეგი ერთ კვირაში გავიგე, საბედნიეროდ უარყოფითი. შიში არ მქონია თუმცა, ცოტა ვინერვიულე, მე ყოველთვის დიდ სიფრთხილეს ვიჩენ, ნიღბის, სათვალის და ხელთათმანის გარეშე, არასდროს ვმუშაობ. ამასთან ერთად როგორც ახალგაზრდა, რაიმე პათოლოგიების გარეშე, ვიცი რომ ნაკლებად რისკის ქვეშ ვარ“.

მაშინ, როცა თებერვალში, იტალიაში კორონავირუსის პირველი ტალღა დაიწყო, მონიკა მაფეი ქალაქ ოლბიაში, ორ თვიან კურსს ასრულებდა, სარდენიაში (თავის კუნძულზე) დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ნაპოლიში მოგზაურობა გადაწყვიტა, რის გამოც ორკვირიან კარანტინში მოუწია გადასვლა, თუმცა მისი დაჟინებული მოთხოვნით, ისევ ისევ სამუშაოს დაუბრუნდა.

“ჯერ კიდევ არ მეგონა თუ ამხელა უბედურებას მოიტანდა კოვიდ 19”. სარდენიაში ჯერ კიდევ არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული, ორ დღეში მომივიდა მეილი კლინიკის მთავარი ექიმისგან, რომ იზოლაციაში უნდა დავრჩენილიყავი. ეს მოხდა 9 მარტს, რამდენიმე დღეში ინფორმაცია მოვიძიე, რომ იზოლაციაში ყოფნის ვალდებულობა ქონდათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც წითელი ზონის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შესაბამისად, იმ პერიოდში ნაპოლი ჯერ  ამ სიაში არ შედიოდა. დავუკავშირდი საავადმყოფოს მთავარ ექიმს და სიტუაციის აღწერის შემდეგ, მისი თანხმობით დავუბრუნდი საქმიანობას. სიტუაცია ამ პერიოდში საკმაოდ არეული იყო და რეალურად საჭიროებაც იყო ყველა ექიმი და ექთანი მობილიზებული შეხვედროდა დიდი რაოდენობით დაინფიცირებულთა მკურნალობისთვის“.

იზოლაციის პერიოდში, მონიკამ პოზიტიური ჩელენჯი გაუზიარა თავის ოჯახს, რომლის ყველა წევრი ექიმია. კერძოდ, ძმა პლასტიკური ქირურგი, მამა დერმატოლოგი, დედა კი პედიატრი. მათ გადაწყვიტეს ერთი თვის მანძილზე ვარჯიში სახელად ბარპის განახორციელონ.

„დღეში 100 ერთი თვის განმავლობაში, რომელიც მინიმუმ 3 კილოს გაკარგვინებს და სრულიად ცვლის სხეულის ფორმებს, რაც მთავარია ერთი თვის შემდეგ სიტყვა "მეზარება" შეგიძლიათ საბოლოოდ დაივიწყოთ“.

დღეის მონაცემებით იტალიაში - 96.877 ინფიცირებული, 28,470 გამოჯამრთელებული და 18 279 გარდაცვლილია აღრიცხული. მთლიანობაში 143 626 შემთხვევა ფიქსირდება.

 

ციცი ხაბელაშვილი, სპეციალურად მშობელისთის

საზოგადოება