2020-07-31

„ჩირჩხელა“ - ეს სახელი უკვე სამი წელია საზოგადოებისთვის ცნობილია და 25 წლის სტუდენტთან, გური სალუქვაძესთან ასოცირდება. თავის დროზე დამწყები საოჯახო ბიზნესი, დღეს 25 სახეობის ხილისა და ბოსტნეულის ჩირს, 7 სახეობის ჩურჩხელას და დაახლოებით, 12 სახეობის ტყლაპს აწარმოებს. როგორი იყო სამი წელი, როგორია პროდუქტის სარგებლიანობა, რა გეგმები აქვს სამომავლოდ, „მშობელს“ გური სალუქვაძე მოუყვება, თუმცა იქამდე საუბარს ყველაზე დიდი სიახლით, ჩირჩხელებიანი სულგუნით დავიწყებთ.

გადაზელილი სულგუნი და ბევრი სხვადასხვა ჩირისდა ტყლაპის სინდიკატი - როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, აღნიშნული პროდუქტის იდეა ერთ-ერთ დეგუსტაციაზე გაუჩნდა და მალევე განახორციელა.

სულგუნი ჩირჩხელას ჩირებით - ეს ჩვენი მორიგი, გემრიელი და კრეატიული იდეაა, რომელიც სტრატეგიულ პროექტად იქცა.  ცოტა ფიქრის და ბევრი მუშაობის შედეგად, ჩვენი და ხმალაძეების ფერმის კოლაბორაცია შედგა. პირველად დამზადდა საქართველოში ასეთი პროდუქტი. იდეა ერთ-ერთ დეგუსტაციაზე გაჩნდა. სახელოსნო-მარანში ხშირად ვაწყობთ ჩირების, ჩურჩხელების, ტყლაპების დეგუსტაციებს, ჩირჩხელები ძალიან ეხამება ღვინოს და სულგუნს, ამიტომ დეგუსტაციებზე ისინი ქართული ტაბლას განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთ დეგუსტაციაზე უცებ განათდა გონებაში. ვიფიქრეთ ეს საოცარი შეხამება გაგვეერთიანებინა. ამისთვის დავიწყეთ  ყველის მეწარმეების ძიება. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, ნატურალურ რძეზე დამზადებული სულგუნი უნდა ყოფილიყო, ნაღდი,  როგორც ჩირჩხელები. მეგობარმა ხმალაძეების ფერმა გვირჩია, რომლებსაც დმანისის რაიონში აქვთ საწარმო და იქაც ოჯახია ამ ბიზნეში ჩართული. ხმალაძეები საკმაოდ  პროგრესულები აღმოჩნდნენ, უფრო მეტიც, გაგვიმართლა, უფროს  შვილს საფრანგეთში აქვს მიღებული ყველის ტექნოლოგიის მიმართულებით განათლება. ფრანგული ყველი ხომ ცნობილია - ამიტომ ბვერი დარწმუნება არ დაგვჭირვებია და ჩვენი კოლაბორაციაც შედგა. უგემრიელეს ყველს და სულგუნს ამზადებენ, უნატურალესი რძისგან.

ეს პიკანტური და უნივერსალური გემო, საოცრად ეხამება ნებისმიერ სასმელს და საჭმელს.  დამზადებულია ნატურალურ პასტერიზირებულ რძეზე. ესაა გადაზელილი სულგუნი და ბევრი - თუთის, შავი ქლიავის, მანდარინის, ფეიხოს, ლეღვის, ვაშლის, კივის, ფორთოხლის და სხვა ჩირებისა და ტყლაპების სინდიკატი.

გავიარეთ რამოდენიმე ტესტირების რეჟიმი. შეაფასეს ექსპერტებმა. როგორც ტექონლოგები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რაც მთავარია, „ეროვნული“ გამოცდა უკვე ჩავაბარეთ ლაბორატორიას - „უვნებელი და სასარგებლო“.

კომპანიის მიერ წარმოებული ჩირები, განსაკუთრებით საინტერესოა მშობლებისთვის, ვისი შვილებიც ხილს და ბოსტნეულს ნაკლებად ეტანებიან...

„ვაწარმოებთ 25 სახეობის ხილის და ბოსტნეულის ჩირს, 7 სახეობის ჩურჩხელას და დაახლოებით 12 სახეობის ტყლაპს. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი მანდარინის „ხრაშუნა ლებნები“ - ჩიფსები. რაც შეეხება ბოსტნეულის ჩირებს გამოვყოფდი სტაფილოს და ჭარხალს, როგორც დედები და ბებიები გვეუბნებიან, ბავშვებს შევაყვარეთ სტაფილო და ჭარხალი, რასაც უმად ნაკლებად თუ მიირთმევენ-ხოლმე. რატომ არის ჩირები სასარგებლო და რომელი ჩირი რისთვისაა, ამისთვის ექიმებთან ხშირი საუბრები გვქონდა. ჩირები დატყლაპები შეიცავენ, ცილებს, ცხიმებს ნახშირწყლებს იმ დოზით, რაც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, გასაკუთრებით ბავშვებისთვის. ხილი, რომელიც შრება, ანუ გამოდის წყალი და რჩება სუფთა ნაყოფი.  მშობელი შვილისთვის ხილს ყიდულობს-ხოლმე და არა წყალს. ჩურჩელები კი არის ტვინის მკვებავი. ჩვენი ჩირჩელები ზომაზე მეტიც რომ მიირთვათ, მხოლოდ გარგებთ.

გამოვყოფდი ასევე ქართველი ეკომოლაშქრეების საყვარელ მეგობარს ლაშქრობების დროს. ეს ჩვენი მშრალი წვნიანია,  რომელიც შორეულ გზებზე ზურგჩანთით მოგზაურობის დროს ძალიან მოსახერხებელია. მსუბუქია და კომფოტრულად დაქავთ თან, რათა შემდეგ წყლის დამატებით, შუა ცეცხლზე, წვნიანი კერძი მოამაზადოთ.

ასევე, პანდემიის პერიოდში, აღდგომისთვის დავამზადეთ ჩირჩხელებიანი პასკები, რომელიც სეზონის ჰიტი გახდა. დღესაც გვიკავშირდებიან და გვიკვეთავენ, ჩვენც რა თაქმა უნდა ჩირჩხელებს გულუხვად არ ვიშურებთ და ულამაზესად ვრთავთ. ასევე  ვამზადებთ ჩირების ჩაის, ჩირებს, ტყლაპებს და ჩურჩხელებს ვდებთ ნაყინებსა და სხვადასხვა დესერტებში, რასაც კი დაამშვენებს და გემოს გაუორმაგებს.

აღსანიშნავია, რომ „ჩირჩხელა“ საოჯახო ბიზნესია და მასში მთელი ოჯახია ჩართული...

„როცა საქმიანობა დავიწყეთ, ყველა ყველაფერს ვაკეთებდით, შემდეგ უფრო დავლაგდით და ფუნციებიც ასე გადავინაწილეთ: დედა წარმოებას ხელმძღავნელობს, მამა შესყიდვებს და ლოჯისტიკურ საკითხებს განაგებს, ჩემი და გაყიდვევის სტიმულირებას და კომერციულ მხარეს უზრუნველყოფს, მე საშინაო და საგარეო ურთიერთობებით ვარ დაკავებული. ხშირად გვიწევს ჯანსაღი აზრისთვის კამათიც და სირთულეების გადალახვაც, რაც საქმის თანმდევი პროცესია, და არა მხოლოდ ოჯახურ ბიზნესში. მთავარია ჩვენი მოვალეობები ყველას სიამოვნებას გვანიჭებს საერთო ინტერესებისთვის და მიზნისთვის. იდეამ გაამრთლა და  ჰობი მალე ბიზნეს ინტერესებშიც გადაიზარდა. ძალიან დიდი როლი ითამაშა მედიამ, არა ერთმა ტელევიზიამ თუ სააგენტომ ისაუბრა ჩვენზე, მაშინ ჯერ ჯიდევ 25 წლის სტუდენტმა, მოვიარე საქართველო, შევისწავლე ხილი რეგიონების მიხედვით და ჯიბის ფულით დავიწყე ამ ძალიან სასარგებლო საქმის კეთება. ამას მოჰყვა არა ერთი ზარი და რაც ყველაზე მნინელოვანია, უამრავი მეილი მომდიოდა სხვადახვა ქვეყნებიდან. ძალიან ბევრი შემეოთავაზება მივიღეთ ექსპორტზე გასატანად. ჯერ მხოლოდ სამი წელია გასული და ვფქიობთ, ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი შევძელით. ამჟარად ბესიკის 17 ნომერში ძველებურ ქუჩაზე, გვაქვს ძველებური პატარა მარანი და ჩირების სახელოსნო, საწყობიც და ოფისიც ერთად.

გური სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მათი წარმატების საიდუმლო კეთილსინდისიერებაა, სამომავლოდ კი კივისა და ფეიხოს ბაღების გაშენებას გეგმავს.

„განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა საჭირო. კარგისა და ცუდს, ხარიხიანსა და უხარისხოს საზოგადოებამ სწორად უნდა შეურჩიოს სახელი. ჩვენი წარმატების ფორმულა კეთილსინდისიერი პროდქუციის წარმოებაა. უახლოესი გეგმაა, დასავლეთ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ზონაში ნიადაგის შესწავლა და კივის და ფეიხოს ბაღის გაშენება. შემდეგ ჩვენივე ნაყოფისგან დამზადებული ბიო კივის და ბიო ფეიხოს ჩირების წარმოება, რომელსაც მიენიჭება ასევე ბიო სერთიფიკატი. ამ მიმართულებით დაინტერესებულნი არიან გერმანელი სპეციალისტები, დასაწყისში დისტრიბუციის არხი გერმანია იქნება, ინვესტორები მალე ჩამოვლენ საქართველოში და მოგვიწევს საინტერესო თავგადასავლები“.

დამფუძნებლებისთვის სიახლეები არ ყოფილა ადვილი, რადგან საზოგადოება ამას არაერთგვაროვნად შევხდა.

„ის რომ ძველ ტრადიციებს ვაცოცხლებთ ახალ, სულს ვბერავთ ეს ძალიან დიდ  სიამოვნებას გვანიჭებს, თუმცა ბეწვის ხიდზე გავდივართ იმისთვის, რომ „ძველი მომავლის“ სინთეზი ერთნაირად მისაღები იყოს სხვადასხვა ასაკის ადამინებისთვის და ასევე არა მხოლოდ ქართველისთვის, უცხოელებისთვისაც. თუმცა ყველაზე განებივრებული მაინც ქართველი მომხმარებელია და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მის ფავორიტად გირჩევენ. შვილებს კვებავენ ჩვენი ჩირებით და ჩურჩხელებით, რადგანაც არ შეიცავს არანაირ დანამატებს და სავსეა ენერგეტიკული ღირებულებებით. ეს ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიაშანია. ამ ხარისხის შენარჩუნება ჩვენი მთავარი ტექნოლოგის კონსტანტინე სარიშვილის დამსახურებაა. გვყავს ასევე კარგი მეგობარი, დიზაინერი მაგდა გამყრელიძე, რომელიც ვიზუალურ მხარეზე ჩვენთან ერთად ზრუნავს. სამი წლის მანძილზე არ წყდება ზარები განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხისგან ....

  • რატომ ამახინჯებთ ქართულ სახელსს ჩურჩხელას?)))
  • ჩვენ სულგრძელად ვუხსნით, რომ ეს არის ჩირების და ჩურჩხელების სახელის თანწყობა.
  • გიჩივლებთ ენათმეცნიერების ინსტიტუტში, მე თავად ენათმეცნიერი ვარ!!!
  • ხოდა თუ ენატმეცნიერი ხართ დაწერეთ თქვენს ნაშრომში, მომავალს დარჩება ნუგბარის ახალ სახეობას, რომელსაც ჰქვია ჩირჩხელა, რომლის ავტორები ვართ ჩვენ.

ახალგაზრდები კი პირიქით, არ იშურებენ ხოტბას - „ვა რა კრეატიული სახელი მოგიფიქრებიათ“ - ეგრევე ხვდებიან რაშია საქმე.

სახელი მართლაც სკანდალურად ჟღერს, მაგრამ სუფთა ქართულია და ეს უკვე კარგია, დაბრენდდა და აღმოცენდა კიდევ ერთი ქართული ნუგბარი. ჩურჩხელაც ერთ დროს ხომ ვიღაცამ მოიგონა, რა კავშირშია ნიგოზთან, თხილთან ან ბადაგთან?!...

 

სპეციალურად "მშობელისთვის", ირინე არდაშელია

 

 

წარმატების ფორმულა