2018-03-02

ნინო კაპანაძე - ტურისტული კომპანია Free Spirit Tours-ის ერთერთი დამფუძნებელი და მენეჯერია. კომპანია, 2013 წელს, ახლა უკვე მეუღლესთან, წარმოშობით ეგვიპტელ ემად იბრაჰიმთან ერთად ჩამოაყალიბა და დღეს, საქმიანობას საკმაოდ წარმატებულად ეწევა. როგორია ქართულ-ეგვიპტური ოჯახის ცხოვრება და ბიზნეს საქმინობა, „მშობელს“ ნინო კაპანაძე მოუყვება.

- კომპანია 2013 წელს დაარადა. პირველი წელი, თავისთავად, განსაკუთრებით ძნელი იყო. ძირითადად მთელი ხარჯების გაწევა საკუთარი ჯიბიდან გვიწევდა.  პირველი ჩვენი ოფისი პეკინზე მდებარეობდა, თუმცა მალევე მოგვიწია მისი დახურვა. სახლიდან ვაგრძელებდით მე და ჩემი მეუღლე მუშაობას. ვაკეთებდით სხვადასხვა რეკლამებს და განცხადებებს, რათა რაც შეიძლება მეტ ხალხს ენახა და სცოდნოდა ჩვენი კომპანიის შესახებ.  შედეგმაც არ დააყოვნა და 2014 წელი უკვე წარმატებულად დაიწყო ჩვენთვის. ავიღეთ ისევ ახალი ოფისი ამჯერად აღმაშენებელზე და 1 წელი ვიყავით იქ. ჩამოგვყავდა ჯგუფები და არა მარტო... გვყავდა ინდივიდუალური კლიენტებიც. დავდეთ ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან, რაც უკვე გარანტირებულ სამუშაოს გულისხმობდა. 2015 წელს ისევ შევიცვალეთ ადგილმდებარორება და გადავედით გურამიშვილის 12ა ნომერში და დღემდე მანდ ვართ.  2016 წელს გავხსენით ჩვენი ახალი ბრანჩი აზებაიჯანში - ბაქოში, 2017 წელს ომანში. ამჟამად კი ჩვენი დორექტორი ევროპაშია წასული. ვგეგმავთ სლოვენიაში, კერძოთ, ლუბლიანაში გავხსნათ კიდევ ერთი ბრანჩი, რაც კიდევ უფრო უკეთეს და ცნობილს გახდის ჩვენს კომპანიას. ბოლო 2 წელია სხვადასხვა ქვეყნებში ტურიზმის გამოფენებზე დავდივართ, რაც უფრო და უფრო გვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში.

- საიდან გაჩნდა იდეა და აქამდე რას საქმიანობდით?

- დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მეუღლე ეგვიპტელია. მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი კი სწორედ ეს იყო, ეს იყო მისი ოცნება. მანამდე საქმიანობას  რაც შეეხება, ჩემი მეუღლე შარმ ელ შეიხში 10 წელი სხვადასხვა სამსურმოების მენეჯერად მუშაობდა და ხშირად ჰქონდა შეხება ტურისტებთან, რამაც გადააწყვეტინა საბოლოოდ ამ სფეროში დამკვიდრება. მე რაც შემეხება, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. რომელმაც ფარმაცევტული დაამთავრა, თუმცა ჩემი პროფესიით არ მიმუშავია.

- რატომ აირჩიეთ ბიზნესის წამოწყებისთვის საქართველო?

- საქართველო იმიტომ, რომ პირველ რიგში ჩემი ქვეყანაა, სადაც უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის ორიენტირება. მეორე ის, რომ ჯერ ეხლა იწყებს საქართველო აღმასვლას და ნელნელა იკიდებს ტურიზმი ფეხს. პატარა და ისტოიული ქვეყანაა, რაც ხალხს იზიდავს.

- როგორია ფასები?

- ფასები ცვალებადია, სეზონის და დატვირთულობის მიხედვით იცვლება. ავია ბილეთებმა ყოველ წუთს შეიძლება ფასის ცვლილება მოგვცეს.

- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

- 10 მუდმივად ოფისში, ამას ემატება გიდები და მძღოლები, ალბათ 35-40 კიდევ.

- როდის შექმენით ოჯახი და განსხვავებული ეროვნება ახდენს თუ არა გავლენას რამეზე?

- ის 2013 წლის მარტში ჩამოვიდა საქართველოში. მალევე გავიცანით ერთმანეთი. თავიდან მხოლოდ მეწილეები ვიყავით. მერე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მოვაწერეთ ხელი და ამავე წლის ნომერბერში დავიწერეთ ჯვარიც. მოკლრძალებული ქორწილი გადავიხადეთ ოჯახურ წრეში. ის რომ არაქართველია, თავიდან ბევრ რამეში გვიშლიდა ხელს, რადგან საქართველოში რთულად უყურებენ ამ თემას. რადგან ეგვიპტელია, ფირქობენ რომ მუსულმანია, თუმცა ეგვიპტელები არაბებისგან გასხვავდებიან, როგორც ეროვნებით, ისე სარწმუნოებით. ისიც ჩვენნაირი ქრისტიანია. ეს კი რა თქმა უნდა ყველამ არ იცის, ამიტომ იყო ცოტა აგრესია... დღეს შედარებით უკეთესი ფონია...

- რამდენად განსხვავდება ტრადიციები, შეხეულებები, არის ისეთი რამ, რასაც გიკრძალავთ, როგორ ერთობით თავისუფალ დროს?

- წარმოიდგინეთ, არანაირი გასხვავება არაა, არც ტრადიციებში და არც შეხედულებებში. ხანდახან მგონია რომ საქართველოშია გაზრდილი... მისთვისაც როგორც ნებისმიერი ჩამოყალიბებული მამაკაცისთვის ოჯახი, მეუღლე და შვილები პირველ ადგილზეა. რა თქმა უნდა  სამსახურიც, თუმცა ესეც ისევ ოჯახის წარმატებისთვის და წინსვლისთვისაა. აკრძალვით არაფერს მიკრძალავს შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად თავისუფალიც კი ვარ.   თავისიფალი დრო ბევრი არ გვაქვს, თუმცა კვირაში 1 დღეს, კვირას, ოჯახის დღე დავარქვით და ბავშვები გასართბ ცენტრში მიგვყავს და ჩვენც ვერთობით. კვირის სხვა დღებში, ძირითადად, როცა მარტოებს გვიწევს სადმე გასვლა, დროს ვიხელთებთ-ხოლმე და სადილად ან სავახშმოთ გავდივართ.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ჯერ არ გადაგვიწყვეტია საბოლოოდ სად, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ბიზნესის კუთხით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვხსნით ახალ ფილიალს ევრპობაში, კერძოდ სლოვენიაში. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი კი უკვე თურქეთს უკავშირდება.  დამარჩენს დრო გვიჩვენებს.

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

წარმატების ფორმულა