2019-02-06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი იქნა მხილებული.

ამათგან 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი); 2 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი); 24 - გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი); 86 - 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი).

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე, არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა.

ძალადობა