2020-03-09

საპატრულო პოლიციამ, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.ს. დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის - 1987 წელს დაბადებული ნ.ს.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ძალადობა