2021-02-16

სოციალურ ქსელში, უამრავი თემატური ჯგუფია, თუმცა განსაკუთრებით გამოყოფის ღირსია ჯგუფი, რომელიც მხოლოდ მრავალშვილიან დედებს აერთიანებს.

როგორ გაჩნდა ჯგუფის იდეა და რა აერთიანებს მათ, „მშობელს“ ჯგუფის დამფუძნებელი, ხათუნა ფიფია უყვება, რომელიც სამი შვილის დედაა, თავადაც სამშვილიან ოჯახში გაიზარდა და მეტიც, მშობლების მხრიდანაც, მრავალშვილიანი სანათესაო ჰყავს (მამა 7 დედმამიშვილი, დედა - 3).

როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, სამი შვილის დედა გვიყვება, ჯგუფის, ,,მრავალშილიანი დედები სიძლიერეა“ შექმნის გადაწყვეტილება, კარანტინში ყოფნის ყველაზე კრიტიკულ დღეებში მიიღო და დღეს 15 000-ზე მეტ მრავალშვილიან დედას აერთიანებს საქართველოში.

„ჯგუფის შექმნის იდეა, 2020 წლის 29 აპრილს გაჩნდა, როცა სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი დედის ულამაზეს ფოტოს გადავაწყდი. ამან გამიჩინა ინტერესი გამერკვია, რა კეთდებოდა საქართველოში ასეთი დედებისთვის, როგორ ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენთან. სწორედ ეს, გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, გამეერთიანებინა ათასობით მრავალშვილიანი დედა მსგავსი საჭიროებებით და პრობლემებით.  11 შვილის დედის, უბრალოდ ფოტოც კი ისეთი ემოციური იყო, მთელი ჩემი ენერგია ჩავდე ამ თემის შესწავლაში“.

ჯგუფში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ დედები, რომლებსაც მრავალშილიან ოჯახზე ზრუნვის პარალელურად აქვთ პროფესიული კარიერა, დოქტორის წოდება და საუკეთესო რეპუტაცია  პროფესიულ წრეებში. 

"ჯგუფის შექმნის შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ, ის იყო,  რომ ბევრი შვილი სულაც არ ნიშნავს დაბრკოლებას. 

„ჯგუფი სულ რაღაც 9 თვის შექმნილია და უკვე 15 700 დედაა გაერთიანებული. მათ გაიცნეს ერთმანეთი, ეს ჯგუფი არის ერთი დიდი ოჯახი. სისტემატურად ჩართული გვყავს სხვადასხვა ექსპერტი და მიმართულების პროფესიონალი, რომელებიც ლაივ ეთერებით კონსულტაციას უწევენ ჩვენ დედებს. ამასთან, ორი დიდი შეხვდერდა გავმართეთ გარე სივრცეში,  როგორც კი პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენ გავაგრძელდებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოცხალ კომუნიკაციას.  

მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობისას გავიცანი ორგანიზაცია "გენი ქართული“, ასევე  ჯგუფის პარტნიორი ირმა გელანტია-ახვლედიანი   და ჩვენ  ძალების გაერთიანებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები.

„პირველი და მთავარი სამომავლო გეგმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და მრავალშვილიანობის საკითხის პოპულარიზება. ირმა გელანტიასთან, ერთად ვგეგმავთ, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების ინიცირებას,  რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახების  სტაბილურობას, კანონით გარანტიებულ მხარდაჭერას  და მათ მოტივირებას.   წარმოუდგენელია, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა სადაც, დემოგრაფიული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა და ამ დროს მრავალშვილიან დედას, მხარდაჭერისთვის აუცილებლად სოციალურად დაუცველის სტატუსს სთხოვს სახელმწიფო. დღეს, სახელმწიფოს დახმარება ორიენტირებულია მხოლოდ  სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებზე. სარეიტინგო ქულა არ უნდა ააღემატებოდეს 300 000-. მრავალშვილიანობა ითვლება 4 შვილის მერე, სტატუსს იღებ იუსტიციის სახლში, შემდეგ კი სოციალური მომსახურების სააგენტო განიჭებს ქულას. მხოლოდ ამის შემდეგ, სახელმწიფო, მეთხე შვილზე 20 ლარიან, ყოველ მომდევნოზე კი 10 ლარის დენის სუბსიდირებას აკეთებს. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ეს მიდგომა და სახელმწიფოსგან მხარდაჭრილად გრძნობნენ თავს მრავალშვილიანი ოჯახები სტატუსის მიუხედავად.

აუცილებლად აქვე, უნდა ვახსენოთ პოზიტიური მიდგომაც სახელმწიფოს მხრიდან  -  საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს და აწესებს მნიშვნელოვან შეღავათებს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე რამდენიმე  რეგიონში,  სადაც შობადობა არის მკვეთრად შემცირებული.

ამასთან, ცალკეული მუნიციპალიური მერიებში, სადაც სხვადასხვა პროგრამა მუშაობს მრავალილიანი ოჯახების მხარდასაჭრად, და განსაკუთღებით ყურადსაღებია ბათუმის მერია - 7 და მეტ შვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამა. მათ შორის ჩვენი ჯგუფის ორმა წევრმა მიიღო საცხოვრებელი ბინა ამ პროგრამის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მცირეა და გაცილებით, მეტია საჭიროება დგას ამ ოჯახების წინაშე   ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სწორედ ამიტომ,  ჩვენი მიზანია ქვეყანაში შეიქმნას კანონი, რომელიც გარანტიებით უზრუნველყოფს მრავალშვილიან ოჯახებს, რომელიც ერთნაირად გავრცელდება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულებზე:

საგადასახადო და საშემოსავლო მიმართულებით;

ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით;

მრავალშვილიანის სტატუსის მიღების პროცედურის გამარტივება;

დეკრეტული შვებულებების გათანაბრება საჯარო და კერძო სექტორში;

დამატებითი საათები შვებულების სახით მრავალშვილიან დასაქმებულ მშობლებს;

ინფრასტრუქტურული და საბინაო პირობების გაუმჯობესება;

 საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება;

3 შვილიან ოჯახებს დაუბრუნდეთ მრავალშვილიანი სტატუსი, რაც წლების წინ იყო ქვეყანაში და გაუქმდა;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მრავალშვილინი ოჯახებსისთვის მხარდამჭერი პროგრამები;

თანაბარი ხელმისაწვდომობა მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის სპორტის, განათლების, კულტურის სხვადასხვა აქტივობებზე და ბევრი სხვა მიმართულება....

ბიზნესისა და სტარტაპების ხელშეწყობა მრავალშვილიანი ოჯახებისთის;

ამასთან, როგორც მაღლა აღინიშნა გეგმებში შედის ყველა მუნიციპალიტეტის დედის გაერთიანება და მათი საჭიროების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობა.

რა შევძელით ამ ეტაპისთვის

  1. უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი გვაქვს იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით მივიღეთ მრავალშვილიანი ოჯახების სტატისტიკა საქართველოში! წლების განმავლობაში არ არსებული სატისტიკური მონაცემები ჩვენი თხოვნითა და დიდი ძალისხმებით დამუშვდა.
  2. სოციალურ სააგენტოსთან თანამშრომლობით - მივიღეთ სოციალური სტატუსის მქონე მრავალშვილიანების სტატისტიკა შვილების რაოდენობების მიხედვით!

აქტიური თანამშრომლობა  დავიწყეთ სახელმწიფო ინსტიტუციებთან:

იუსტიციის სისტემასთან   მრავალშვილითა  სტატისტიკის მოსაპოვებლად;

საქართველოს მთავრობასთან, ელექტრონერგიის თანასუფსიდირების საკითხთან, ასევე დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და კონცეფციით გათვალისიწინებულ საკითხევთან დაკავშირებით;

განათლების სამინისტროსთან - მივაწოდეთ იმნფორმაცია ჯგუფში პანდემიის პერიოდში გამოკვეთილი საგანმანათლებლო  საჭიროებების კუთხით;

თბილისის მერიასთან  - ადგილობრივ დონეზე ხელშესახები შედეგების მისაღებად;

მოვიძიეთ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული  და ინდივიდუალურია მიდგომები რეგიონების მიხედვით;

დავაგზავნეთ 68 მუნიციპალიტეტეში მიმართვის წერილი;

დავიწყეთ  თანამშრომლობა კერძო კომპანიებთან, როგორც სააფთიაქო ისე, სასურსათო ქსელებში კონკრეტულ ფასდაკლებებთან დაკავშირებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიები, აქტიურად ეხმარებიან მრავალშვილიან დედებს, ამის ნათელი მაგალითია m გრუპის საახალწლო საჩუქარი - ბინა ტაბატაძეების ოჯახს. აგრეთვე, კომპანია ავერსი, რომელიც ყოველ მეხუთე და შემდგომ შვილზე, დედებს ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველჰყოფს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამ ინიციატივებით დაინტერესებულ სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობა ვეძებთ მეგობრებს, პარტნიორებს, მხარდამჭერებს მოქალაქეებში, სახელმწიფო და  კერძო ინსტიტუციებში, საპატრიარქოში, ჟურნალისტებში, მედიაში... ყველას ვისთვისაც  ეს უმნიშვნელოვანესი წამოწყება პრიორიტეტულია!“

 

 

ირინე არდაშელია, სპეციალურად „მშობელისთვის“

დედებისთვის