
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება.
ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ, სადაც V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების თემებზე ინტერაქციული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაატარეს.
შეხვედრებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებს ფინანსური საკითხების უკეთ გააზრებაში, სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულის გლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ხორციელდება.