2026-03-06

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და ბაზარი ორბელიანთან პარტნიორობით ხორციელდება.

პირველი გამოფენა-გაყიდვა 6-7-8 მარტს გაიმართება და სწორედ ამ ღონისძიებით იწყება ერთწლიანი პროექტი. შემდგომში, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი-შაბათი-კვირა), „ბაზარი ორბელიანი“ მეწარმე ქალებს საკუთარ სივრცეს დაუთმობს, რათა სტუმრებს მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქცია წარუდგინონ.

თუ გსურთ აღმოაჩინოთ ადგილობრივი ბრენდები, შეიძინოთ განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია და ამავდროულად მხარი დაუჭიროთ მეწარმე ქალებს - „ბაზარი ორბელიანი“ გელოდებათ.

აქ შეძლებთ აღმოაჩინოთ ქართველი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, კოსმეტიკა, ტკბილეული და კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი.

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესი