2026-02-03

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: www.leaderator.bog.ge

„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; • პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;

• სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;

• საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;

• მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;

• საბანკო სამართალი;

• ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;

• მონაცემთა მეცნიერება;

• iOS დეველოპმენტი;

• მარკეტინგი;

• ტალანტების მოზიდვა და განვითარება;

• ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: www.leaderator.bog.ge

 

ბიზნესი