2025-11-07

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს.

ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

მხოლოდ 8 და 9 ნოემბერს, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 50 ლარს).

შეთავაზება ვრცელდება საქართველოს ბანკის ყველა იმ პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ნაწილ-ნაწილით გადახდა ხელმისაწვდომია.

პარტნიორ ობიექტების ჩამონათვალს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე, თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%).

ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ.

ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით. ნივთის ჯამური ფასი არ გიძვირდებათ.

ბიზნესი