საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს.
ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში Wolt+ ის მომხმარებლები, რომლებიც Wolt-ზე 100 ლარზე მეტს დახარჯავენ და საქართველოს ბანკის ბარათით PLUS ან Mastercard-ის სადებეტო ბარათით გადაიხდიან, Wolt-ის ბალანსზე 30 ლარი დაუბრუნდებათ.
აქცია უკვე დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მომხმარებლები ყოველკვირეულად სხვადასხვა შეთავაზებს მიიღებენ.
შეთავაზების პირველი კვირის ფარგლებში, 18-19 ოქტომბერს მომხმარებლები აღნიშნული აქციით სარგებლობას Europroduct-ის, GPC Pharmacy-ისა და Alcorium-ის პროდუქციის შეძენისას შეძლებენ.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქციით სარგებლობა შესაძლებელია კვირაში ერთხელ.
საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ.