2025-10-07

სელფი მობაილი, ქართულ ბაზარზე პირველად, მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს ინოვაციურ, მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს - Travel eSIM.

ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს, მოგზაურობის ახალი გამოცდილებისთვის, www.ROAMINGPASS.GE-ზე სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია გაიაქტიუროს Travel eSIM-ი და მიიღოს სრულიად უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ GB-ებს შეძენილ პაკეტზე.

ხსენებული აპლიკაციების მოხმარება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია.

Travel eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია როგორც მოგზაურობამდე, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას.

მოგზაურებისთვის, მათი საჭიროების მიხედვით ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა პაკეტი და ყველა მათგანი მოიცავს უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger-ზე:

• EuropePass 2GB – ₾15

• EuropePass 7GB – ₾40

• ContinentalPass 2GB – ₾20

• ContinentalPass 7GB – ₾60

არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე არის აქტიური.

გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

ბიზნესი