სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF), Gym Breeze-ისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით, თბილისში პირველად მასპინძლობს პადელის მსოფლიო ტურის ოფიციალურ ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025.
ტურნირში მონაწილეობენ პროფესიონალი პადელის მოთამაშეები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ეგვიპტის, საფრანგეთს, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყაზახეთის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მოთამაშეები.
შეჯიბრი მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთ წამყვან სპორტულ ლოკაციაზე – Gym Breeze-ის კორტებზე, სადაც გულშემატკივრები მთელი კვირის განმავლობაში დინამიკურ მატჩებს და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებას დაესწრებიან.
„მოხარული ვართ, რომ სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერით, თბილისი მასპინძლობს FIP Bronze-ს. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია როგორც სპორტის პოპულარიზაციისთვის, ისე ადგილობრივი მოთამაშეების განვითარების კუთხით. პადელის პოპულარობა საქართველოში სწრაფად იზრდება და დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი საერთაშორისო გამოცდილება ქართველი სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, მათ შორის, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის", - ქეთი ყიფიანი, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
პადელის ეროვნული ფედერაციის შესახებ: საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF) საერთაშორისო პადელის ფედერაციის (FIP) წევრია.
ფედერაციის მისია: საქართველოში პადელის თამაშის კულტურის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა.
ფედერაციის ხედვა: საქართველოს პადელის საერთაშორისო რუკაზე მონიშვნა
სტუდიო ლიბერთის შესახებ: „სტუდიო ლიბერთი“ ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე.
სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით და იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს საბანკო და lifestyle პროდუქტებზე.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ქვეყნის მასშტაბით.