2024-09-19

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

23 – 24  სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონტულტანთან, დავით ხუცუშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე - როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია?

ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება: 

 23 სექტემბერი - სეგმენტაცია 

1)    რა არის ბაზრის სეგმენტაცია 

2)    რას ემსახურება ბაზრის სეგმენტაცია 

3)    სეგმენტაციის სახეები 

4)    სეგმენტაციის გამოყენების წესები

 24 სექტემბერი - ტარგეტინგი 

1)    როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა 

2)    მიზნობრივ აუდიტორიასთან წვდომის სტრატეგიების ჩამოყალიბება 

3)    როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური დახასიათება 

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

ბიზნესი