
საქართველოს ბანკი საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით, ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.
Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
მათ შორის:
ფინანსური პრივილეგიები:
• ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;
• თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.
სამოგზაურო პრივილეგიები:
• $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
• საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;
• 70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);
• ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;
• Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.
ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:
• 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;
• Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;
• პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.
„საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტები, რომლებიც მათ ოპერაციულ საქმიანობას გაამარტივებს და დამატებით სარგებელს მისცემს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Mastercard Corporate Card - პრემიუმ კლასის ბარათი, რომელიც აერთიანებს როგორც ფინანსურ მოქნილობას, ასევე კომფორტსა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს. ეს ბარათი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ბიზნეს კლიენტების ყოველდღიურ გამოცდილებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.
ახალი პრემიუმ ბარათის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.