საერთაშორისო ფულადი გზავნილი ბევრისთვის ყოველდღიურობაა, იქნება ეს ოჯახის დახმარება თუ პირადი ფინანსების მართვა.
ეს, როგორც წესი, სტანდარტული პროცესია, თუმცა, თუ დეტალებს ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ამ მარტივი ოპერაციით ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.
საქართველოს ბანკი რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, ფინანსურად მომგებიან შესაძლებლობას გთავაზობთ. კონკრეტულად განვიხილოთ 5 ხრიკი.
1. შანსი, მოიგოთ 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის გაგზავნისას ან განაღდებისას, თქვენ ავტომატურად ხდებით მობილბანკის გათამაშების მონაწილე, რომლის საპრიზო ფონდიც 650,000 ლარია.
როგორ მუშაობს მობილბანკის გათამაშება?
• ბილეთების დაგროვება: ბილეთებს იღებთ არა მხოლოდ გზავნილის შესრულებისთვის, არამედ მობილბანკის სხვა აქტივობებისთვისაც: აპლიკაციაში შესვლა, გადარიცხვა, პროდუქტის გააქტიურება და ა.შ.
• ყოველთვიური და ფინალური ეტაპი: გათამაშება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ თვეში სამი გამარჯვებული ვლინდება, დეკემბერში კი ფინალია და საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს ყველა ბილეთი, რომელიც წინა თვეებში დააგროვეთ.
2. 50%-იანი ქეშბექი Western Union-ის საკომისიოზე საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, დაზოგოთ Western Union-ის ყოველ გზავნილზე:
• გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი Western Union-ით საზღვარგარეთ თანხის გასაგზავნად და საკომისიოს ნახევარი უკან დაგიბრუნდებათ;
• ეს თანხა თქვენს ანგარიშზე გზავნილის შესრულების დღის ბოლომდე ავტომატურად აისახება;
• შეთავაზება 2025 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.
3. იღბლიანი გზავნილი: გააორმაგეთ მიღებული თანხა თუ რეგულარულად ანაღდებთ ფულად გზავნილებს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, შესაძლებობა გაქვთ მიღებული თანხა გაიორმაგოთ! გაორმაგებულ თანხას მიიღებს ის, ვისი გზავნილიც კვირის განმავლობაში 30,000-ე აღმოჩნდება.
• გამარჯვებული კვირაში ერთხელ ვლინდება;
• გაორმაგებული თანხის მაქსიმალური ლიმიტი 3,000 ლარია;
• აქცია ძალაშია 28 დეკემბრამდე.
4. საუკეთესო სავალუტო კურსი 24/7, ფილიალში მისვლის გარეშე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გზავნილის განაღდებისას სავალუტო კურსია. საქართველოს ბანკი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაუმჯობესებულ, სპეციალურ კურსს გთავაზობთ.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ:
• ზოგავთ დროს და არ გიწევთ ფილიალში მისვლა;
• სარგებლობთ მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს;
• იღებთ მეტ თანხას უკეთესი კონვერტაციის შედეგად.
5. შემცირებული საკომისიო Ria-ს გზავნილებზე თუ თქვენ საქართველოდან საზღვარგარეთ ფულს Ria-ს სისტემით აგზავნით, შეგიძლიათ შემცირებული საკომისიოთი ისარგებლოთ.
15 ოქტომბრის ჩათვლით:
• საკომისიო იქნება 2.0% (სტანდარტული 2.2%-ის ნაცვლად);
• აშშ-ში გზავნილის შემთხვევაში, კი საკომისიო 2.0% იქნება (2.5%-ის ნაცვლად). ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა გზავნილს გააგზავნით ან მიიღებთ, შეასრულეთ ოპერაცია მობილბანკში.
ერთი კლიკით შეგიძლიათ მოიგოთ, დაიბრუნოთ ან სულაც გააორმაგოთ თანხა!