2018-12-06

მშობელთა სკოლის ტრენინგები ხაშურიდან დაიწყო.

როგორც „მშობელს“ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა თაია მახარაშვილმა განუცხადა, დეკემბრის თვეში ტრენინგები ასევე ჩატარდება თელავში, ახალციხესა და გორში.

„მშობელთა სკოლის საჭიროება ორგანიზაციის მიერ რეგიონებში ორგანიზებულმა საინფორმაციო-გაცნობითმა შეხვედრებმა  გამოკვეთა, რომლის ფარგლებში იდენტიფიცირდა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად საერთოა ყველა სკოლისა და მშობლისთვის. მშობელთა სკოლის ტრენინგები მომავალი წლიდან, კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" ხელშეწყობით, კიდევ ოთხ ქალაქში ჩატარდება. ამის შემდეგ კი დავიწყებთ მასტერკლასებს, რომელზე რეგისტრაციაც სიმბოლური ფასის იქნებს“, - განაცხდა თაია მახარაშვილმა.

როოგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება.

ცნობისთვის, ტრენინგის მონაწილეების გაივლიან შემდეგ კურსს: ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში; რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი; სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები; ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები.

ტრენინგები პირველ ეტაპზე ორგანიზაციის მხარდამჭერების ახალი უნარებით აღჭურვას ითვალისწინებს და მათთვის უფასოა.

ტრენინგის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ორგანიზაციის ორგანიზაციის ვებგვერდზე და facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია და არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ ტრენინგის საჭიროება, ვინაიდან სწორედ სამოტივაციო წერილზე იქნება დამოკიდებული აპლიკანტების შერჩევა.

ტრენინგები ჩატარდება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თელავში, ხაშურში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათია და განათლების ტრენერი მანანა ჯინჭარაძე გაუძღვება.

იმ მშობლებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან პირველი ეტაპის შერჩევაში ან არ არიან ორგანიზაციის მხარდამჭერი წევრები, ტრენინგ-კურსებზე რეგისტრაცია სიმბოლურ ფასად შესთავაზებს.

პროექტი დაფინანსებული კოალიცია “განათლება ყველასათვის-საქართველოს” მიერ.

რეგისტრაცია 

 

 

მშობლები