2022-07-20

გზა დევნილობიდან ემიგრაციამდე...

ის სსოხუმელი ემიგრანტია. ათი წელია იტალიაში ცხოვრობს. 

სოხუმში დაიბადა.

უდარდელი ბავშვობა და სოხუმივით მზიანი მოგონებები - ასეთი იყო სოხუმური ცხოვრება. Პატარა დასთან ერთად ცხოვრება ლაღი და იმედით სავსე იყო, ვიდრე  სოხუმიც, თავის იმედებიანად, ნანგრევებად არ იქცა.

მისი ოჯახი სამჯერ გამოიქცა სოხუმიდან, მაგრამ არ ეთმობოდათ და უკან ბრუნდებოდნენ. 

იცოდნენ სადაც მიდიოდნენ, მაგრამ მიდიოდნენ...

"სამჯერ მოგვიწია სოხუმის დატოვება. Მატარებლით, გემით, თვითმფრინავით. Ჩვენ ვბრუნდებოდით, როგორც კი ოდნავი იმედი გვიჩნდებოდა ცეცხლის შეწყვეტის. Იმ წელს ვამთავრებდი სკოლას და სწავლა რომ არ შემეწყვიტა, მამიდასთან ცხოვრების დროს, საჩხერის სკოლაში ვსწავლობდი. Ბოლოს რომ დავბრუნდით, სკოლაც დავამთავრე. Გამოსაშვები საღამოსთვის ყველაფერი მზად გვქონდა. თუმცა... სოხუმი დაიბომბა. Აღარ იყო დარჩენის შანსი. Ჩვენი ნათესავები ტყვედ იყვნენ. Სვანეთის მთებით წამოვედით.

ფეხით წამოსვლა წარმოუდგენელი იყო. ის გზა, რომელსაც 18 დღე გავდიოდით, ჩვენ ფსიქიკაზე, ჯანმრთელობასა და გულზე გადიოდა. Ძალიან რთული იყო წასვლასთან, განსაკუთრებით - ასეთ წასვლათან შეგუება.

Გზად, როგორც ყველამ, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. Იყო დღეები, მკვდრებთან ერთად გვეძინა. Ვჭამდით უმ მცენარეებს, ჭყინტ სიმინდს და ზუსტად ამან გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. Მერეც კი, როცა ნათესავებთან შევეფარეთ და საჭმელი გვქონდა, ჩემი და, მაშინ 5 წლის ბავშვი, საჭმელს მალავდა, რადგან შიში ჰქონდ. Ისევ გაქცევის, შიმშილის შიში”.

ნათესავიდან ნათესავებში გადადიოდა მისი ოჯახიც. მათი ისტორიაც ყველასას გავს - ყველა დევნილის ისტორიას. 

განსხვავებული ის მოხდა, რომ ქუთაისში მყოფი, რამდენიმე დღის გაცნობილმა ბიჭმა მოიტაცა. 

"ასე მომიწია გათხოვება. Ძალიან გამიჭირდა შეგუება სულ სხვა ცხოვრებასთან. Სოხუმის შემდეგ სხვაგან ცხოვრება ძალიან რთულია. Რთულია სხვის სახლში ცხოვრება და ასე გათხოვება. Უცხო ხალხსა და უცხო ოჯახში მოულოდნელად მოხვედრა. გამიმართლა, ქმარი და მისი ოჯახი კარგი ხალხი აღმოჩნდა.

Სამი შვილი გვყავს. Მესამე პატარა იყო, 5 წლის, როცა ემიგრაციაში მომიწია წასვლა“.

ემიგრანტობამდე, როგორც ყველა, ფინანსურმა პრობლემებმა მიიყვანა. 

"სამი შვილი ერთ პატარა ოთახში დავტოვე და წამოვედი. დევნილობა, Მერე - ემიგრანტობა. ისევ თავიდან დაწყება ცხოვრების...

იტალიაში თითქმის არავის ვიცნობდი. Სამსახურში ძლივს მოვეწყვე, მაგრამ მხოლოდ დღისით ვმუშაობდი და მინიმალური ხელფასი მქონდა, რომელიც ჩვენ ფინანსურ პრობლემებს ვერ სწვდებოდა.

Ერთ დღეს ბაღში ტელეფონზე ვლაპარაკობდი. უცხო ქართველმა ქალმა სამსახური შემომთავაზა, ოღონდ პირობა დამადებინა, რომ იმ სამსახურს მაშინვე დავტოვებდი, როგორც კი ვალს გადავიხდიდი, რადგან ძალიან რთული სამსახური იყო - Სამ, ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოხუცს ვუვლიდი. Მთელი დღის განმავლობაში დასვენებას ვერ ვახერხებდი და არც ღამე მეძინა, რადგან სამივეს დახმარება სჭირდებოდა. Შეიძლება იმიტომ, რომ მანამდე უკვე ბევრი სირთულე მქონდა გამოვლილი, როგორღაც მოვახერხე და 7 წელი ვიმუშავე მათთან, ვიდრე იცოცხლეს.

Ამ წლებში ბევრი რამე შევძელი ჩემი შვილებისთვის. Ქმარიც მუშაობდა. Უფროსმა შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღეს. Ამას საქართველოში მყოფი ვერ მოვახერხებდი. Საერთოდ, არ ვიყავით ძვირადღირებულ ნივთებსა და ფუფუნებაზე გადართულები. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო - მათი განათლება და სახლი. Ბევრი წვალებისა და სირთულეების მიუხედავად, შევძელით“.

ვკითხე, როგორ შეძლო ემიგრანტობასთან შეგუება, მან კი ღიმილით მიპასუხა, რა უნდა ყოფილიყო დევნილობაზე რთული...

„იტალიური ცხოვრების სტილთან შეგუება არ გამჭირვებია. Სწრაფად ავითვისე მათი სამზარეულო, ჩვევები, ენა. Ბევრი რამ ძალიან მომეწონა და განსაკუთრებით ის, რომ მშრომელი, ყოჩაღი ხალხია“.

განშორება რთული აღმოჩნდა როგორც დედისთვის, ისე შვილებისთვის.

„დედისთვის ძალიან რთულია შვილების ცხოვრებას კამერით უყურო, Მაგრამ შვილებისვის  ალბათ უფრო. Ბევრი რამე აკლდებათ. Ჩემი უფროსი შვილები უკვე დაოჯახდნენ. Მე რომ ბავშვები დავტოვე, უკვე საკუთარი ოჯახები ყავთ. Განსაკუთრებით უმცროს შვილს გაუჭირდა. Გარეთაც არ გადიოდა. Მაშინ ჩემი ქმარიც საზღვარგარეთ იყო და მას ფაქტიურად დედაჩემი და ჩემი გოგონა ზრდიდნენ. Რა თქმა უნდა, ბავშვისთვის მძიმე იყო მშობლების გარეშე. Ამბობდა, ყველას აკითხავს დედა ან მამა, მე - არაო. Დედისთვის ეს აუტანელი მომენტია“.

ემიგრანტი Საქართველოში რვა წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.

„ძალიან შეცვლილია საქართველო, Ხალხი, Ცხოვრების სტილი და აზროვნება, Ყველაფერი შეცვლილია. Ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ სხვაგან მოვხვდი, სხვა ქვეყანაში. Ახლობელი ადამიანებიც კი, თითქოს უცხოები და გულგრილები არიან. Არ ვამბობ, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, მაგრამ ვიგრძენი, რომ მათ ცხოვრებაში აღარ ვარ. Უახლოეს ადამიანებზე ვამბობ, Ვისზეც ამაგი გაქვს. Მათთვის თითქოს აღარ არის საინტერესო შენთან ურთიერთობა. Თავიანთი სამეგობრო ჰყავთ, თავიანთი ცხოვრება. Იგრძნობა გაციებული ურთიერთობები. Ეს ძალიან მტკივნეულია. Ემიგრციიდან ჩადიხარ სახლში და იქ შენი გამოვლილი გზა მარტივად ჩანს“.

საქართველოში დაბრუნებულმა ვეღარ მოახერხა თავის დამკვიდრება. სცადა პროფესიითაც მუშაობა, მაგრამ რთული აღმოჩნდა. 

„ექთანი ვარ პროფესიით. 90 თეთრს მიხდიდნენ საათში. Მაღაზიაშიც ვცადე. Მონური პირობები. Შეცვლილი გარემო, მეც შეცვლილი. თითქოს აღარ არის შენი ადგილი და იძულებული ხარ საკუთარ თავზე ისე იზრუნო, როგორც შეგიძლია - დაბრუნდე ემიგრაციაში.

Ემიგრაციაში ყველაზე მეტად გულწრფელი მეგობრის, "ჩემი" ადამიანის პოვნა გამიჭირდა, Მაგრამ მადლობა ღმერთს, ორი-სამი ისეთი ქალი გავიცანი, ვისთანაც ნამდვილი მეგობრობა მაკავშირებს უკვე მრავალი წელია.  ნათესაობაზე მეტია ეს მეგობრობა. Მათთან შეიძლება იმაზე ილაპარაკო, რაც თუნდაც დას არ ესმის. Არ ესმის იმიტომ, რომ საქართველოში საზღვარგარეთ ყოფნა მხოლოდ ევროში ხელფასია და არა ის გაუსაძლისი, აუტანელი ყოფა, რაც რეალურად გვაქვს. Დასვენების გარეშე ვმუშაობ და მხოლოდ ორი საათი მაქვს თავისუფალი დრო. Იმასაც დამატებით, დალაგებაზე ვმუშაობ რომ მალე შეიქმნა სახლში დაბრუნების საშუალება. Ამ დროს კი, მშვენივრად ჩაცმული და მოვლილი ახლობლები საქართველოდან წუწუნებენ იქაურ ცხოვრებაზე. Ცოტა ზარმაცობა გვიშლის ხელს უკეთესი ცხოვრებისთვის, თუმცა საბოლოოდ მათ უკეთესი ცხოვრება აქვთ, ვიდრე ემიგრანტებს.

ამიტომ ვამბობ-ხოლმე, ისევ აქ მყოფი თუ გაიგებს და გაიზიარებს იმ ტკივილს, რასაც ემიგრაცია ჰქვია, სხვებისთვის გაუგებარია, წარმოუდგენელია...“

ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც. Მიუხედავად იმისა, რომ შვილები დამოუკიდებლად ცხოვრობენ, დედის სამომავლო გეგმა, ისევ მათი დახმარებაა.

„იტალიაში რომ ჩამოვედი, ქალაქ ბარიში, პირველად წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წავედი. Ყოველთვის ვთხოვდი მას შემწეობას და ღმერთმა აქ მომიყვანა. Კვირიდან კვირამდე მხოლოდ ის მაძლევდა ძალას, რომ ისევ დავბრუნდებოდი მის საფლავთან. Საერთოდ, სულ ვგრძნობ რომ ღმერთი დამყვება ყველგან და ახლა, როცა საცხოვრებელი რეგიონი შევიცვალე, ქართული ეკლესია ძალიან მაკლია. Ზღვაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. Წყალი მიყვარს. თუნდაც ჭურჭელს ვრეცხავდე, ეგ წყალიც კი მამშვიდებს.

Ჩემი სამომავლო ჩანაფიქრიც ეგ არის - ზღვასთან ახლოს მინდა პატარა სახლი. თუნდაც არაფერი არ იყოს - ზღვა იყოს...“

არ გამკვირვებია მისი ოცნება. ზღვასავით ძლიერი სული აქვს ემიგრანტს სოხუმიდან. აქვს ენერგია, რომელიც იმედიანად განგაწყობს და დანებების საშუალებას არ გაძლევს. 

საერთოდ, ამ ქალბატონის ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ შრომითა და ბრძოლით, ყველანაირი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. 

მე კი Ზუსტად ვიცი, აუცილებლად აისრულებს - ექნება სახლი ზღვასთან და ვუსურვებ, ეს სახლი სოხუმში იყოს.

 

ელისო კავილაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“ იტალიიდან

 

მშობლები