2022-11-05

სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

კანონში შესატან შესაბამის ცვლილებაზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დღეს გაიმართა, ახლა კი მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

რეფერენტული ფასები, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს. სექტორთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.

 

 

 

 

ჯანდაცვა