2022-09-28

26-27 სექტემბერს კავკასიის მედიცინის ცენტრში ჩატარდა 2-დღიანი კონფერენცია თემატიკით: „ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური დიაგნოსტირება.”

კონფერენციას ქართველ სპეციალისტებთან ერთად უძღვებოდა ნიდერლანდების ლაბორატორია LABPON-ის ციტო-პათოლოგი, მარიშკა შრევენ-სტელარდი. სემინარს ესწრებოდნენ კავკასიის მედიცინის ცენტრის, ლაბორატორია „მეგალაბისა“ და ევექსის ქსელის ექიმები.

განხილულ იქნა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური დიაგნოსტიკის საკითხები. ენდოკრინოლოგებმა, ონკოლოგებმა, ციტოლოგებმა და პათოლოგ-ანატომებმა ერთმანეთს  პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარებეს.

აღნიშნული კონფერენცია ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური დიაგნოსტირების კუთხით და იძლევა საერთაშორისო სამედიცინო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

ჯანდაცვა