2022-05-05

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი, რომელიც ევექსის ჰოსპიტალური ქსელის შემადგენლობაში 2015 წლიდან შედიოდა, ამიერიდან ოპერირებას დამოუკიდებლად განაგრძობს.

22-წლიანი ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც 83 საწოლზეა გაშლილი და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ყველა ასაკის სეგმენტს ემსახურება, 2021 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს, 36-ე დადგენილებით გათვალისწინებული ვადის დაცვით, 2022 წლის 21 აპრილიდან გამოეთიშა. დოკუმენტი დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების (ნასყიდობის) შესახებ კლინიკის ყველა აქტივის, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონების მიწოდებას გულისხმობს.

შპს ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრი პაციენტებს ამიერიდან დამოუკიდებელი ჰოსპიტლის სახელით მოემსახურება.

ჯანდაცვა