2021-12-03

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უფასო ონკოლოგიური კონსულტაციები გაიმართება. სრული სპექტრის სოლიდურ სიმსივნეთა დიაგნოზის მქონე პაციენტებს ქვეყნის წამყვანი რადიაციული და კლინიკური ონკოლოგები მიიღებენ. კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ სამედიცინო შემთხვევებს სპეციალისტები კონსილიუმის ფორმატში განიხილავენ.

უფასო კონსულტაციები 6 დეკემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება. ონკოლოგიურ პაციენტებს მიიღებენ:

  • რადიაციული ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი - კრისტინა კილი;
  • კლინიკური ონკოლოგი - ივანე კილაძე;
  • რადიაციული ონკოლოგი - ეთერ ნათელაური;
  • კლინიკური ონკოლოგი - თეა ნათელაური;
  • კლინიკური ონკოლოგი - ნინო ჩიკვილაძე;

ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის, კრისტინა კილის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ინფორმაციული შეხვედრები, რომლის მიზანსაც უცხოელ და ქართველ ექიმებს შორის სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კრისტინა კილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელსაც აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის აშშ-ს რადიაციული ონკოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი და ამერიკის სიმსივნის ეროვნული ორგანიზაციის (NCCN) კონსულტანტი რადიაციული მიმართულებით. კრისტინა კილის ამჟამინდელი საქმიანობა ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის რადიაციულ განყოფილებას უკავშირდება. ასევე, ის აქტიურად თანამშრომლობს მისივე სახელობის ონკოლოგიის ცენტრთან ქუთაისში, სადაც ყოველი პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული და პერიოდულად სამუშაო ვიზიტებს მართავს.

უფასო კონსულტაციების მისაღებად ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა ნომერზე: 032 2 600 600.

მის თბილისი; ქინძმარაულის ქ. I შესახვევი N-1

 

ჯანდაცვა