2018-05-30

გწერთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი დედა, თაკო თეზელაშვილი, რომელსაც თქვენი განუსაზღვრელი სიკეთის, გულისხმიერებისა და გულმოწყალების იმედი აქვს.

ჩემს 9 წლის ბიჭს, სანდრო მეგრელიშვილს, რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია შერეული ფორმით. ბავშვი სასწრაფოდ წამოვიყვანეთ უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში, სადაც მისი გადარჩენის შესაძლებლობა დიდია. ამას გვირჩევენ გერმანელი ექიმები, რომლებმაც გადაგზავნილი საბუთებით შეისწავლეს სანდროს დიაგნოზი და შეგვატყობინეს, რომ დრო არ ითმენს და რომ ავადმყოფობის პირველ ეტაპზე მაინც, უცხოეთში კურსის გავლა მიზანშეწონილია. მკურნალობის სასწრაფოდ დაწყებას გვირჩევენ ქართველი ექიმებიც. უცხოეთში მკურნალობა არ გვიფინანსდება, ამიტომ იძულებული ვართ, დახმარება კეთილ ადამიანებს ვთხოვოთ.

ნუ დაგვძრახავთ, თუ თქვენს უამრავ შემწუხებელთა რიგში ჩვენც ჩავდექით. სამკურნალო თანხა ძალიან დიდია — შეადგენს 100 000 ევროზე მეტს, რომლის გადახდაც ერთი ოჯახის, თუნდაც ერთი მდიდარი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ ყველა ნაცნობ-უცნობის შეწუხება გვიხდება და ისინიც შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან, გვირიცხავენ თანხას ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia
IBAN (USD/EUR/GEL): GE32BG0000000285187800
SWIFT: BAGAGE22
მიმღები / beneficiary: ლევან მეგრელიშვილი / Levan Megrelishvili

თიბისი ბანკი / TBC Bank
IBAN (USD/EUR/GEL): GE37TB7287945061600019
SWIFT: TBCBGE22
მიმღები / beneficiary: ლევან მეგრელიშვილი / Levan Megrelishvili

უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას, რამდენსაც შეძლებთ, როგორც შეძლებთ.
უდიდესი პატივისცემით,
შვილის სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი დედა
თაკო თეზელაშვილი (ტელ. 599 573585)