2021-03-16

ინდო-ქართული საბჭოს ინიციატივით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს, საჩუქრად, აუცილებელი საჭიროების ნივთები გადაეცათ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი ყურადღება მათთვის იშვიათია, მოსახლეობისთვის კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

„უამრავი წელია საჩუქარი არავისგან მიგვიღია. გაიხაროს ყველამ, ვინ ამ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა. ასეთ ყურადღებას აქ ყოველთვის დიდი ემოცია სდევს. მადლობა ყველას. სწორედ ისეთი საჩუქრებია, ძალიან რომ გვჭირდებოდა“.

ინდო-ქართული საბჭო უკვე ერთი წელია პანდემიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება.

„როცა ჩვენი გუნდის წევრმა, ამირა კოპალიანმა მიამბო ამ ოჯახების შესახებ მაშინვე გადავწყვიტე რომ აუცილებლად უბდა დავხმარებოდით ამ ხალხს .
დღემდე უკვე 4000-მდე ოჯახს ვესტუმრეთ. სასაჩუქრე ნაკრებში შედის როგორც საკვები პროდუქტები, ისე ჰიგიენური საშუალებები. ხალხი ბედნიერია, როცა დახმარებას იღებს და ჩვენც ეს გვახარებს“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი შივამ შარმა.

 

ქველმოქმედება