2019-12-30

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა.

ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.

აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება.

ჯანდაცვა