დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამ ეტაპზე კი დაკვირვების ქვეშ სამი ადამიანი იმყოფება. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
„საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე სამი ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენა იზრდება, სწორედ ამიტომ, საქართველოში შესაბამისი უწყებები ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.