2020-01-31

პატარა თუთამ ლეიკემია დაამარცხა - ამის შესახებ თუთას დედა ნატუკა ბერიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა. სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწადნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!", - წერს ნატიკა ბერიშვილი.

ჯანდაცვა