2023-04-28

ქალაქ ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი გაიხსნა.

სამედიცინო‌ ‌დაწესებულება‌ ‌განთავსებული‌ ‌ქალაქის ცენტრში და‌ ‌ დატვირთულია‌ ‌ულტრათანამედროვე‌ ‌სამედიცინო‌ ‌აპარატურით. ‌დიაგნოსტიკური‌ ‌ცენტრის‌ ‌გახსნაში‌ ‌100 ‌000 ‌ლარის‌ ‌ინვესტიცია‌ ‌ჩაიდო‌ ‌ და‌ ამ ეტაპისთის 30 ‌სამუშაო‌ ‌ადგილი‌ ‌შეიქმნა.‌ ‌

ცენტრის‌ ‌ოფიციალურ‌ ‌გახსნას‌ ‌ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ‌ესწრებოდნენ,‌ ‌რომლებმაც ‌ახლად‌ ‌გახსნილი‌ ‌დიაგნოსტიკური‌ ‌ცენტრის‌ ‌ უპირატესობებს‌ ‌გაეცნენ.

“ჯან-მედი მულტიპროფილური ცენტრია, რომელიც აღიჭურვა გერმანული ხარისხის აპარატურით. ყოველდღური შიდა ხარისხის კონტროლით ცენტრი ორიენრიტებულია ხარისზხზე და ხელმისაწვდომია ჩვენი რეგიონის ყველა მოქალაქისთვის. მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში, დახმარება გავუწიოთ ონკოლოგიით დაავადებულ პაციენტებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. პროცესშია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება წამყვან კლინიკებთან, როგორიცაა იაშვილის ბავშვთა და გაგუას კლინიკა, უროლოგიის ცენტრი და ა.შ. ამასთან, ამ მიმართულებით, მეორე ეტაპი იქნება, თურქეთის წამყვანი კლინიკებიდან სპეციალისტების ჩამოყვანა”, - განაცხადა დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედის დირექტორმა ლელა ქაჯაიამ.

ჯანდაცვა