2023-02-25

ფილტვის კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე იმსჯელეს ფილტვის კიბოს სიმპტომებზე, დაავადების ადრეული გამოვლინების ნიშნებზე, მათ შორის - დიაგნოსტიკის თანამედროვე, ინვაზიურ მეთოდებსა და მკურნალობის ხერხებზე, რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტურ და თერაპიულ, ასევე - ქირურგიულ პროცედურებს. მომხსენებლებს შორის იყვნენ კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ივანე კილაძე, თორაკოქირურგი ირაკლი კობიძე და პულმონოლოგი ელენე ხურციძე.

კონფერენცია „ევექსი ჰოსპიტლების“ ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრების ინიციატივით დაიგეგმა და გააერთიანა შესაბამისი პროფილის სპეციალისტები სხვადასხვა კლინიკიდან.

 

ჯანდაცვა